სოფელ ბევრეთში და სოფელ ძალაანთხევში ხიდ-ბოგირის აღდგენის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორი ი/მგიორგი ბოჭორიშვილი ახორციელებდა. სამშენებლო თანხა 1940 ლარს შეადგენს.