სოფელ კოტორააანთკარში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდებოდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი ი/მ ნინო რევაზიშვილი ასრულებდა. სამშენებლო თანხა 9 700 ლარს შეადგენს.