სოფელ მშრალახევში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების, რეაბილიტაციისა და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდებოდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,უნივერსამშენი“ ასრულებდა. სამშენებლო თანხა 9 700 ლარს შეადგენს.