სოფელ ერედაში საუბნო გზების რეაბილიტაცია- კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდებოდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,უნივერსალმშენი“ ასრულებდა. სამშენებლო თანხა 3 880 ლარს შეადგენს.