სოფელ კარსანში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონულიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსრეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდებოდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,უნივერსალმშენი“ ასრულებდა. სამშენებლო თანხა 9700 ლარს შეადგენს.