სოფელ მისაქციელში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების, რეაბილიტაციის და რეზერვუარების მოწყობის სამუშაოები დასრულდა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდებოდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,არქმშენექსპერტი“ ახორციელებდა. სამშენებლო თანხა 1 940 ლარს შეადგენს.