მცხეთაში პირველ საჯარო სკოლასთან არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა , რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,საგზაო 333“ აწარმოებდა. სახელშეკრულებლო თანხა 102 493 ლარია.