სოფელ წიწამურში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპი" აწარმოებდა. სახელშეკრულებლო თანხა 496 112 ლარია.