სოფელ წილკნის იგპ დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერის მოწყობა დასრულდა, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებდა. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ნოდო“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხამ 310 000 ლარი შეადგინა.