✔ სოფელ მუხრანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ მუხრანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,საგზაო 7“ აწარმოებდა. სახელშეკრულებლო თანხამ 243 329 ლარი შეადგინა.