მცხეთაში, ღვინილიას ქუჩაზე მდებარე კორპუსში კომისარიატისა და ჯანდაცვის ოფისების რეაბილიტაცია დასრულდა, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებდა. სამუშაოებს სამერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სტარ ბილდინგ“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხამ 310 000 ლარი შეადგინა.