სოფელ ზაქაროში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს " მილენიუმ ბილდერს გრუპ" ახორციელებდა. პროექტის ღირებულებამ 423 747 ლარი შეადგინა.