გოროვანში, ცენტრალური მაგისტრალიდან სოფელში მისასვლელ გზაზე, გარე განათბის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა ი/მ ნინო რევაზიშვილმა შეასრულა. სახელშეკრულებო თანხამ 15 533 ლარი შეადგინა.