სოფელ სხალტბაში გოროვნიდან სხალტბამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,უნივერასლმშენი“ ასრულებდა. სახელშეკრულებო თანხამ 9 708 ლარი შეადგინა.