სოფელ მისაქციელში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,გრაფი“ ასრულებდა. სახელშეკრულებო თანხამ 19 417 ლარი შეადგინა.