✔ სოფელ წეროვნის ინსტიტუტის დასახლებაში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ წეროვნის ინსტიტუტის დასახლებაში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს ,,გრაფი“ შეასრულა. სახელშეკრულებო თანხამ 140 248 ლარი შეადგინა.