მცხეთაში აღმაშენებლის და კოსტავას ქუჩების კვეთის ადგილას საყრდენი კედლების მოწყობისა და გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხებით დასრულებულია. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ელიტ ბილდერს გრუპი“ ასრულებდა, რომლის სახელშეკრულებო თანხა 196 693 ლარია.