სოფელ წეროვანში დასასვენებელი სკვერის მოწყობა დასრულებულია, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ბილდერ გრუპი“ ასრულებდა. სახელშეკრულებო თანხა 19 417 ლარს შეადგენს.