სოფელ ძალისში გარე განათბის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი ი/მ ნინო რევაზიშვილი ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხა 19 416 ლარს შეადგენს.