სოფელ ვარდისუბანში არსებული სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი ი/მ ბადრი სოლოღაშვილი ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხა 9 708 ლარს შეადგენს.