სოფელ წიწამურში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა,რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,კა-4“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხა 6 527 ლარს შეადგენს.