სოფელ წეროვანში სკვერის მოსაწყობი ტერიტორიის შემოღობვა დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,ანბა“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხამ 19 331 ლარი შეადგინა.