ძველ ქანდაში სანიაღვრე არხის მოწყობა დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ელმა“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხამ 10 689 ლარი შეადგინა.