ქალაქ მცხეთაში არმაზის დასახლებაში საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “მეტალ+” ახორციელებდა. სახელშეკრულებლო თანხამ 214 477 ლარი შეადგინა.