სოფელ ნატახტარში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხამ 129 989 ლარი შეადგინა.