სოფელ ნატახტარში შიდა სასოფლო გზების მოასფალტების სამუშაოები დასრულდა მეორე, მესამე, მეშვიდე და მერვე ქუჩებზე. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ქვენიფნელი“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხამ 436 581 ლარი შეადგინა.