სოფელ ჩარდახში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს ,,ჯორჯიან ინვესტი“ განახორციელა. სახელშეკრულებო თანხამ 128 222 ლარი შეადგინა.