წეროვნის დევნილთა დასახლებაში, წილკან-წეროვნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ლენდ.ლ” ახორციელებდა. სახელშეკრულებლო თანხამ 1 091 776 ლარი შეადგინა.