მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ანბა” ახორციელებდა. სახელშეკრულებლო თანხა 34 989 ლარს შეადგენს.