მცხეთაში, მერაბ კოსტავას ქ. 42ა-ს მიმდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ხარისხი” ახორციელებდა. სახელშეკრულებლო თანხამ 421 550 ლარი შეადგინა.