სოფელ საგურამოში სამედიცინო ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდებოდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,, ჯი. აი. სი“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხამ 99 499 ლარი შეადგინა.