მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერთან ავტოსადგომის და საფეხმავლო ბილიკების განათების მოწყობა დასრულდა, რომლის სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “სუხო” ახორციელებდა. სახელშეკრულებლო თანხამ 181 387 ლარი შეადგინა.