სოფელ ძეგვში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი შპს ,,თბილ პარკი“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხა 19 416 ლარია.