ქალაქ მცხეთაში რკინიგზის სადგურის დასახლებაში (წერეთლის 23-ის მიმდებარედ) მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,თეგიტა უნივერსალი“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხამ 138 900 ლარი შეადგინა.