✔ მცხეთაში სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები დასრულდა
მცხეთაში სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,თეგიტა უნივერსალი“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხა 499 900 ლარს შეადგენს.