სოფელ მისაქციელში საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი შპს ,,ელმა“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხა 38 834 ლარია.