ნატახტარში კულტურის სახლის წინ სანიაღვრე არხზე ცხაურების მოწყობა, მოაჯირების დამონტაჟება და გაჩერების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა შპს ,,გაბი“-მ განახორციელა. სახელშეკრულებო თანხამ 19 417 ლარი შეადგინა.