მცხეთაში, სააკაძის ქუჩის ბოლოს არსებული სკვერის მოწყობა დასრულდა, რომლის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. მისი ღირებულება 129 998 ათასი ლარია. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა შპს ,,ტრანსკავკასია“-მ განახორციელა.