მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში სამხედროს 12ა ქუჩაზე არსებული სკვერის მოწყობა დასრულდა, რომლის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. მისი ღირებულება 181 887 ათასი ლარია. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა შპს ,,ჯორჯიან ინვესტი“-მ განახორციელა.