ქალაქ მცხეთაში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის დასახლებაში (სკ. 72.07.08. 045 მიმდებარედ) საბავშვო მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 171 950 ლარი შეადგინა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ელმა“ ახორციელებდა.