წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 88 344 ლარი შეადგინა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ჯორჯია ბილდინგ გრუპი“ ახორციელებდა.