ქალაქ მცხეთაში შადრევნის რეაბილიტაცია (გვირილასთან) დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 116 305 ლარი შეადგინა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ნოდო“ ახორციელებდა.