ქალაქ მცხეთაში, რუსთაველის ქუჩის, რუსთაველის ჩიხის, ილია ჭავჭავაძის ქუჩის და ნიჩბოსნობის ბაზასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 176 596 ლარი შეადგინა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ლუკრი“ ახორციელებდა.