სოფელ მისაქციელში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის (I და II მონაკვეთი) სამუშაოები დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ლუკრი“ ახორციელებს. მისი სახელშეკრულებო თანხა 759975,89 ლარს შეადგენს.