სოფელ წეროვანში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 93 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სერვისი 2015“ ახორციელებდა.