სოფელ საგურამოში, 21-ე ქუჩაზე საავტომობილო გზის გამყოფი, გამწვანებული სივრცის მოწყობა დასრულდა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სახელშეკრულებო თანხა 708 234 ლარია.
სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ, შპს „მ.მ“ -მ განახორციელა.