სოფელ წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 655 999 ლარს შეადგენს.
სამუშაოები შპს „ქცია’’ - მ განახორციელა.