სოფელ ნავაზში შიდასაუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 404 999 ლარი შეადგინა.
სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,გრანდ როუდ გრუპი” ახორციელებს.