სოფელ ძველ ქანდაში, შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა , რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 386 705 ლარი შეადგინა.
სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ, შპს „ბი ემ სი“ - მ განახორციელა.