სოფელ საგურამოში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის სახელშეკრულებო თანხა 360 000 ლარს შეადგენს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ, შპს „ცეკური“-მ განახორციელა სარეაბილიტაციო სამუშაოები.